მთავარისიახლეებიპარტნიორმა რომ ბაზა განათავსოს და ამით იქნას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, მაშინ რა საჭიროა...

პარტნიორმა რომ ბაზა განათავსოს და ამით იქნას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, მაშინ რა საჭიროა ნატო – მდინარაძე

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძეც იმეორებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოა. მისი ინფორმაციით, საქართველოსა და ამერიკას შორის საკითხი არ დამდგარა სამხედრო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით.

“ჯერ ერთი, ასე საკითხი არასდროს დამდგარა მე როგორც ვიცი. თქვენი წყარო, ჩემი ინფორმაციით ტყუის. ეჭვქვეშ კი არ ვაყენებ, ამხელა ამბავს ამბობთ, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი, ოსტინი რაღაცას გვთავაზობდა, ჩვენ უარი ვუთხარით, ახლა თქვენ სკანდალი გამოცხვეთ თითქოს მართალი იყოს ეს ამბავი. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. […] ვთქვათ ასე იყო, თქვენ მიგაჩნიათ რომელიმეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომელიმე თუნდაც ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ბაზების განთავსებით იქნება უზრუნველყოფილი?! ერთადერთი გარანტიაა ნატოს წევრობა, უსაფრთხოების. ასე რომ იყოს, ვიღაცა ერთმა მეგობარმა, თუნდაც ძალიან ძლიერმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ მეორე ქვეყანაში უბრალოდ ბაზა განათავსოს და ამით იქნას ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების რისკები განულებული და არა გაზრდილი, და ამასაც შემთხვევით არ ვამბობ, მაშინ რა საჭიროა ეს ნატო”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო. ფაქტი კი ხელისუფლებამ დამალა. მიზეზად “ოცნებამ” რუსეთის “არგაღიზიანება” დაასახელა

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...