მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 600-ს გადააჭარბა

0
121

მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 681-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 501-ს მიაღწია.

როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

წინა სტატიაზელენსკის თქმით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს
შემდეგი სტატიაფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური