მთავარისიახლეებიუკანონოდ სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებაზე ამნისტია გავრცელდება - ღარიბაშვილი

უკანონოდ სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებაზე ამნისტია გავრცელდება – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამნისტია გამოცხადდება დანაშაულებზე, რომელიც უკანონოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ეხება.

“ჩვენმა მოქალაქეებმა ბევრმა დაირეგისტრირეს უკანონოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან, პარლამენტთან, და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ღარიბაშვილის თქმით, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

პრემიერმა ასევე თქვა, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებულ ზიანს.

სიახლეები

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში არაბიძე-გულიაშვილის კონცერტის ჩაშლას გეგმავენ

ქართველი ემიგრანტების აქტივობა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი საესტრადო შესმსრულებლებისა თუ ჯგუფების კონცერტების ჩაშლაში იხარჯება...

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...