მთავარისიახლეებისპეკულაციაა, ცდილობენ, გადაეფარონ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს - კობახიძე ღარიბაშვილის ჩარტერზე

სპეკულაციაა, ცდილობენ, გადაეფარონ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს – კობახიძე ღარიბაშვილის ჩარტერზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრის ჩარტერულ რეისზე თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. მისივე თქმით, ღარიბაშვილი დეკლარაციაში დეტალურად წარადგენს ინფორმაციას, თუ საიდან ჰქონდა თანხები ამ რეისისთვის.

“არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის რაღაცნაირად, უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს, თუმცა ეს არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან უსუსური მცდელობა”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის აშშ-ში კერძო ვიზიტის შესახებ 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გიორგობიანის მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით კი სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....