დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 580 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახერხეს, მებრძოლებს წარმატებები ჰქონდათ კლიშევკისა და ანდრეევკის მიმართულებით, ასევე, ZSU-მ მოახერხა დასახლება ოპიტნეს ნაწილის აღება და იქედან ოკუპანტების გაყრა, რის შემდეგაც დონეცკის აეროპორტამდე 3,4 კმ.ა დარჩენილი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, კვირის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა ქვეყნის სამხრეთით 15 კვ.კმ. ტერიტორია გაათავისუფლეს.
რუსმა ოკუპანტებმა 121-ჯერ მიიტანეს საარტილერიო იერიში ზაპოროჟიის ოლქზე, ერთი კაცი დაიღუპა.
უკრაინელებმა კი ღამის განმავლობაში რუსეთის ორ ქალაქს: ბრიანსკსა და ბელგოროდს შეუტიეს – ბრიანსკში იერიში სატელეფონო ანძაზე, ბელგოროდში კი – ნავთობაზაზე მიიტანეს, თუმცა, ორივე ოლქის გუბერნატოები ირწმუნებიან, რომ დრონები ჩამოაგდეს.