ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა.
დღეს მაგანას ხეობა ვერტმფრენით დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა. სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა.
დასკვნა:
მდინარეების აუზზე, მათ შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. რისკი მინიმალურია.