მთავარისიახლეებიღარიბაშვილის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ღარიბაშვილის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

Published on

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა.

“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში. […]

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. დღეიდან. შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება, კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში”, – თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...