ბალდის მოსახლეობა მარტვილის კანიონის 20 წლით გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. გარდა ამისა, მათივე თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანიონი მათთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა. ისინი აღნიშნული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.
“ბალდის კანიონი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე 40 წლის ვადით გაასხვისეს. არ არსებობს არანაირი შეფასება და წინასწარი კვლევა, თუ რა არის ძვირფასი იმ დაცულ ტერიტორიაზე. ყველა საკითხზე არსებობს კითხვისნიშანი… რამდენად სწორი საქმიანობა ხორციელდება იქ, რამდენად მოგებიანი იქნება სოფლისთვის ის”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რაც შეეხება კომპანია “კანიონ 350-ს” – ისინი ამბობენ, რომ მათ ტენდერი კანონის დაცვით მოიგეს და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რომელიც თანამედროვე გამართული ტურისტული სივრცისათვის არის საჭირო.
“სამწუხაროდ, სოფლის გარკვეული ჯგუფის მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მშენებლობა მიმდინარეობს უკანონოდ. ყველაფერი არის კანონის ჩარჩოებში. მოხდა ღია აუქციონით დაიჯარება და მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. უკანონობაზე თუ აქვთ ეჭვი,შეუძლიათ მიმართონ სასამართლო და სასამართლოს ძალით შეაჩერონ მშენებლობა” – ამბობს ერთ-ერთი რეინჯერი.
ადგილობრივები კანიონის დასაბრუნებლად სასამართლო დავას იწყებენ.