ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში – ურეკის, ლანჩხუთის, ოზურგეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. “მთავარ არხს” მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, რომ წყალმა დატბორა ნატანები-ურეკის გზაც, მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ურეკში წყალმა დატბორა სახლების ეზოები და პირველი სართულებიც.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მეწყერი ჩამოწვა სოფელ გოგორეთში. ადგილობრივი მედია ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მოადგილეს, ზაზა ბაქანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკის მისაყვანად, წვიმის გადაღებას ელოდებიან.
“ახლა ვიმყოფები ადგილზე გოგორეთის უბანში. ჩამოწვა მეწყერი მურმან დანელიას სახლთან. წაიღო ჭიშკარი და ჩაიტანა მეწყერმა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის”, – ამბობს ბაქანიძემ “გურია ნიუსთან”.
ადიდებულია მდინარე ჭახვანთა, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის ეზოში გადავიდა