მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯოზეფ ბორელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ჯოზეფ ბორელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

Published on

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.

მანამდე ჯოზეფ ბორელი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა. კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ხალხის ძალის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი, პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის” წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი, „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე, „ლელოს” წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი. დღეს დილით კი ჯოზეფ ბორელმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართა.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...