მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ში პრემიერის კერძო ვიზიტის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა - სტრატკომი

აშშ-ში პრემიერის კერძო ვიზიტის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა – სტრატკომი

Published on

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს, რომ აგვისტოს თვეში საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში კერძო ვიზიტით ყოფნისას, მგზავრობისა და სხვა ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მისი თქმით, პრემიერი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას და წელსაც, ეს და სხვა ხარჯები შეტანილი იქნება მის დეკლარაციაში. 
“კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.
ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, – წერს ნინო გიორგობიანი “ფეისბუქზე”. 
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები, რომლებიც მას აშშ-ში ყოფნისას, სავარაუდოდ, იქ მყოფმა ქართველებმა გადაუღეს, რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...