მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი 7-8 სექტემბერს შედგება

საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი 7-8 სექტემბერს შედგება

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია და პრეზიდენტის მოწვევა არ სჭირდება

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის შესაკრებად პრეზიდენტის მოწვევა საჭირო არ არის და დეპუტატები საკანონმდებლო...

“მარკერები ცესკოს Smartmatic-მა მოაწოდა, ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ სიცრუეა” – ცესკო

თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნებზე "სმარტმატიკის" მარკერები არ გამოუყენებია, ცენტრალური საარცევნო კომისია სოციალურ...

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე მესაზღვრეებმა უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის...

ქალები ოლიგარქიული რეჟიმის მიერ არჩევნების მოპარვას აპროტესტებენ – ცესკოსთან მისასვლელი კარის ჩაკეტვას ადგილზე ხმაური მოჰყვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ქალების აქცია იმართება, რომელზეც პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალები ოლიგარქიული რეჟიმის...