მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვის აეროპორტებში ისევ რეჟიმი «Ковёр» ამოქმედდა, რეისები გადაიდო

მოსკოვის აეროპორტებში ისევ რეჟიმი «Ковёр» ამოქმედდა, რეისები გადაიდო

Published on

მოსკოვის თავზე ამოუცნობი, მტრულად განწყობილი უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო, 5 სექტემბერს, გამთენიისას, მოსკოვის სამ აეროპორტში: დომოდედოვოში, შერემეტიევოსა და ვნუკოვოში გეგმა «Ковёр» ამოქმედდა. 

ათეულობით რეისი გადაიდო, ასევე, ბევრი რეისი შეყოვნებულია. 

დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა, ტვერის ოლქში, ერთ-ერთი ტბის თავზე ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ლიკვიდირებულია.

გუშინ კი, მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე, კუსტარულად დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს, რომელიც კაცის პორტფელში იდო. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ის განყოფილებაში წაიღეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დრონი საშიშროებას არ შეიცავდა: “იქ რაღაც ბავშვების სათამაშოების მსგავსი იყო: მავთულები, პატარა ნივთები… მოკლედ, არაფერი საშიში”, – მოჰყავს პოლიციელის ციტატა ერთ-ერთ გამოცემას.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...