მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს

ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს

Published on

საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს.

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩოხატაურში თავს ენმ-ის წევრებს დაესხნენ. თავდასხმა 3 სექტემბერს მოხდა. დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. ენმ-ში აცხადებენ, რომ ძალადობა “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებულია და მასში სწორედ მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობდნენ.

მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო მჟავანაძემ. ის გუშინ დაზარალებულად ცნეს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...