გასულ კვირას, ბახმუტის მიმართულებაზე, უკრაინელებმა კიდევ 3 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.
“ამ დროისთვის ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე,” – აცხადებს ანა მალიარი.
მისივე თქმით, კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებაზე, უკრაინელებმა ოკუპანტები უკვე 47 კვ.კმ ტერიტორიიდან განდევნეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიის ფრონტზე პლაცდარმი გააფართოვეს, ისინი რობოტინედან ნოვოპროკოპივკის მიმართულებით უტევენ და ვერბოვეს მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები წერენ.
ოკუპანტები სოფელ ნოვოეგოროვოში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას ცდილობენ, რასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
მძიმე ბრძოლებია სამხრეთის ფრონტზე, უკრაინელებმა ნოვოპროკოპივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სიმაღლე დაიკავეს,საიდანაც რუსეთის მე-20 პოლკის მებრძოლები გააქციეს. ბრძოლები ვერბოვეს შესასვლელთან მიმდინარეობს.