ომის 557-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

0
152

გადავხედოთ, რა ხდება რა ხდება ომის 557-ე დილას უკრაინაში:

🔻 ოდესის ოლქში, 25 გაშვებული “შაჰიდიდან” უკრაინის ჰსთ სისტემებმა 22 “შაჰიდი” გაანადგურა. “მოფრენამ” დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურა და დაშავდა, მინიმუმ, ორი ადამიანი.

🔻 ნიკოპოლის ოლქი ოკუპანტებმა “გრადებით” დაბომბეს, დილიდან 30-ზე მეტი ჭურვია გაშვებული ამ ოლქის დასახლებებისკენ.

🔻 დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო დანაკარგი პირადი შემადგენლობის კუთხით, 600 ლიკვიდირებული ჯარისკაცით გაიზარდა.

🔻 აშშ ომის შემსწავლელი ინსიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ უკრაინელები წინ მიიწევენ ზაპოროჟიის ფრონტის სამხრეთ-დასავლეთით, და რომ უკრაინის არმიას, ასევე, წარმატებული წინსვლა აქვს ბახმუტთან, 2 სექტემბერს.

🔻მოსკოვში, ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში, დრონსაშიშროების გამო, ისევ გადაიდო და შეყოვნდა 30-ზე მეტი ავიარეისი.

წინა სტატიამოსკოვის ეროპორტებში რეისები ისევ გადაიდო ან შეყოვნდა
შემდეგი სტატიავინ არის უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი რუსტემ უმეროვი | შტრიხები პორტრეტისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური