მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ გატეხა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ხაზი, რომელიც ოდესმე შექმნილა

უკრაინამ გატეხა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ხაზი, რომელიც ოდესმე შექმნილა

Published on

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე უკრაინის კონტრშეტევის შედეგებზე წერს:

“ბატონო გენერლებო , მაღალი რანგის ოფიცრებო.
დღეს ფაქტიურად მსოფლიო ომების ისტორიაში პირველად მოხდება,ის რაც არ მომხდარა არასდროს: 
ამ წუთის გეოლკაციით 82 ბრიგადის მოწინავე მოერიშეები უკვე შესულები არიან სოფელ ვერბოვოეში . ვერბოვოეს აღების შემთხვევაში,სოფლიდან აღმოსავლეთით არის კიდევ ერთი საკვანძო თავდაცვითი ზღუდე , აღების შემთხვევაში ფაქტიურად აზოვის ზღვამდე ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს უკრაინის არმიას, სადაც უკუქცეულ რუსებს უკვე აღარ ექნება საშუალება რომ კიდევ რაიმე თავდაცვის ხაზი შექმნას.
რუსები სჭარბობენ რიცხობრივად მაგრამ გადაღლილი რუსი მედესანტეები უკვე ვეღარ აჩერებენ.
9 თვიანი უძლიერესი თავდაცვითი სიმაგრეები უკრაინულმა არმიამ სამ თვეში გატეხა, ისიც ბოლო ორი კვირაა რაც უკრაინას გაუჩნდა საცეცხლე უპირატესობა, კასეტური ჭურვების მოწოდების შემდეგ.
ასეთი სიმაგრეების გარღვევა ისტორიაში მოხდა.როდესაც წითელ არმიამ გაარღვია ეგრეთწოდებული მანერჰაიმის თავდაცვის ხაზი ,ოღონდ სადაც წითელ არმიას ათჯერ მეტი უპირატესობა ქონდათ არტილერიით და ტანკებით.
აქ მოხდა პირიქით: არასახარბიელო ძალების რაოდენობით და რესურსებით უკრაინამ გატეხა მსოფილოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ხაზი თუ როდისმე შექმნილა.
დიდება ჩვენ სამშობლოს, დიდება უკრაინას!”, – წერს ვანო ნადირაძე. 

სიახლეები

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...

ზელენსკი არ აპირებს, პუტინს დონბასის ოლქი მთლიანად დაუთმოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო პუტინის მოთხოვნა, ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად...

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...