მთავარისიახლეებისაზოგადოებაშულერის სვლებია, მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება - სააკაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

შულერის სვლებია, მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება – სააკაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება სალომე ზურაბიშვილსა და “ქართულ ოცნებას”, ზოგადად, მთავრობას შორის დაწყებულ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ “ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული მთელი ეს წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია”. 
“ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.
მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება.
თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება.
ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანა უკვე დატოვა. ის გერმანიის პრეზიდენტსა და დღეს უკლვე არლ მიშელსაც შეხვდა, “ქართული ოცნების” ლიდერები კი დღეს აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...