მთავარისიახლეებიგაერო რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად "კონკრეტულ წინადადებებს" სთავაზობს

გაერო რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად “კონკრეტულ წინადადებებს” სთავაზობს

Published on

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მიზნით “კონკრეტული წინადადებები” წარუდგინა.

გუტერეში დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის შეთავაზებული წინადადებები შეთანხმების სტაბილურად გაგრძელების საფუძველს ქმნის.

გუტერეშის თქმით, “მარცვლეულის შეთანხმებამ” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სურსათის ბაზრები გაეროს სურსათის უვნებლობის მიზნებთან მიმართებით უფრო ადეკვატური გამხდარიყო – იქნება ეს ფასების შემცირება თუ ბევრი ქვეყნის გლობალურ ბაზრებზე წვდომისთვის პირობების შექმნა.

“ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც კრიზისიდან კრიზისზე, შეჩერებიდან შეჩერებაზე გადადის. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც მუშაობს და ყველასთვის სასარგებლო იქნება,” – აღნიშნა გუტერეშმა.

ცნობისთვის, რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიღწეული “მარცვლეულის შეთანხმება.” რომლის საფუძველზეც, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...