მთავარისიახლეებისაზოგადოება1-ლი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის

1-ლი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის

Published on

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან C და D კატეგორიების და C1 და D1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის, პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების ამოქმედება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებს ემსახურება.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპი ორ ქალაქში – რუსთავსა და ქუთაისში ჩატარდება.

ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას (ქალაქი).

აღსანიშნავია, რომ მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2023 წლის 1-ელ სექტემრამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე არსებული წესით მიენიჭება.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...