მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა-პოლონეთის საზღვართან ლეგიონერთა დაავადება გავრცელდა, დაღუპულია 16 ადამიანი

უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ლეგიონერთა დაავადება გავრცელდა, დაღუპულია 16 ადამიანი

Published on

ლეგიონერთა დაავადების აფეთქება ქალაქ ჟეშუვში მოხდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი, 150-ზე მეტი ინფიცირებულია. ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, 4-ჯერ მეტი იყოს. ხელისუფლებას საბოტაჟის ვერსიაც აქვს, როგორ შეიძლებოდა დაავადების გამომწვევი აგენტი ქალაქის სასმელი წყლის მილსადენში მოხვედრილიყო, საქმეს სპეცსამსახურები იძიებენ. 

ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომლის სამიზნე ძირითადად ასაკოვანი, მწეველი და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან. დაავადება ხშირად პნევმონიის სახით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერია ლეგიონელა ბუნებრივი წყალსატევებისა და ნიადაგის ბინადარია, თუმცა ზოგჯერ წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებშიც ხვდება. ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ შხაპის მიღების დროს ან კონდიცირების სისტემიდან.

დაავადების გამოვლენა 2-დან 10 დღის განმავლობაში ხდება. ახასიათებს თავის, კუნთების, კუჭ-ნაწლავის ტკივილი, ცხელების, ხველის, ჰაერის უკმარისობის, გულისრევის, ღებინებისა და დიარეის სიმპტომები.

ინფექციით კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმეტესობა, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები არიან, ლეგიონელოზი განსაკუთრებით მწვავედ, ქრონიკული დაავადების დროს პროგრესირებს. პაციენტის დროულად მკურნალობის შემთხვევაში, ფატალური შედეგის პრევენცია შესაძლებელია. 

პირველი ეპიდაფეთქების ფაქტი 1976 წელს ფილადელფიაში დაფიქსირდა. ამერიკის ლეგიონის ომის ვეტერანთა კავშირის 4 000-მდე წევრი, ყოველწლიურ ყრილობაზე შეიკრიბა. შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ინფექცია ამერიკის ლეგიონის ორასზე მეტ წევრს შეხვდა, რომელთაგან 34 გარდაიცვალა.

ჟეშუვი სტრატეგიული დანიშნულების ქალაქია, ის უკრაინაში შეიარაღების მიწოდების მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. მდებარეობს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სადაც განლაგებულია ნატოს ბაზა და იმყოფება 10 000 ამერიკელი სამხედრო.

სიახლეები

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...

ზელენსკი არ აპირებს, პუტინს დონბასის ოლქი მთლიანად დაუთმოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო პუტინის მოთხოვნა, ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად...

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...