მთავარისიახლეებისაზოგადოებათელავის საკრებულოს წევრი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

თელავის საკრებულოს წევრი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს

Published on

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იმედა კევლიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც კევლიშვილი აღნიშნავს, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გამო მიიღო. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებებში უკვე რამდენიმე თვეა მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ისე აირჩიეს, ამის შესახებ არ იცოდა.

კევლიშვილი ასევე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” განსხვავებული აზრი მიუღებლად ითვლება.

“დღეს მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება. დავტოვო “ნაციონალური მოძრაობა”. იმიტომ ვტოვებ, რომ “ნაც მოძრაობამ” მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ დაუძახივარ, თავჯდომარე ისე აირჩიეს მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს,”” – წერს იმედა კევლიშვილი Facebook -ზე.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...