კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

0
193

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გაიმართება.

“31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

წინა სტატიააშშ უკრაინისთვის დამატებით $250 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, შოვში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური