გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობითვე, წვიმამ შესაძლებელია, აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
გვიან ღამით თბილისში უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ კორპუსში ჩავიდა წვიმა, ადიდებული წყალი შევარდა სახლებში, წაიქცა ხეები.
ქალაქში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ, ზოგიერთ ქუჩაზე წყალმა მანქანები სანახევროდ დაფარა.
რთული ვითარება იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, სადაც წყალი დაგროვდა. პრობლემებია გზის სავალ ნაწილზე.