მთავარისიახლეებისაზოგადოება30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე, ძლიერი წვიმის შესაძლებლობა შენარჩუნდება

30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე, ძლიერი წვიმის შესაძლებლობა შენარჩუნდება

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

სააგენტოს ცნობითვე, წვიმამ შესაძლებელია, აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

გვიან ღამით თბილისში უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ კორპუსში ჩავიდა წვიმა, ადიდებული წყალი შევარდა სახლებში, წაიქცა ხეები.

ქალაქში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ, ზოგიერთ ქუჩაზე წყალმა მანქანები სანახევროდ დაფარა.

რთული ვითარება იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, სადაც წყალი დაგროვდა. პრობლემებია გზის სავალ ნაწილზე.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...