მთავარისიახლეებისაზოგადოებასექტემბერში ბაიდენი ვიეტნამში ჩავა – თეთრი სახლი

სექტემბერში ბაიდენი ვიეტნამში ჩავა – თეთრი სახლი

Published on

თეთრი სახლის ცნობით, სექტემბერში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამში ჩავა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი ჰანოიში 10 სექტემბერს, ინდოეთში დაგეგმილი G20-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჩავა. ის ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, ნუენ ფუ ჩონგსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ვაშინგტონი ვიეტნამთან, რომელსაც რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, ურთიერთობების გამტკიცებას ცდილობს.

18 აგვისტოს POLITICO-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტისას ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს. როგორც გამოცემა წერს, შეთანხმება 1995 წელს, ვიეტნამის ომის დასრულებიდან 20 წელიწადში ორ ქვეყანას შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობის თანდათანობითი გაუმჯობესების კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება.

2013 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ოფიციალურ ჰანოის პეკინთან 1998 წელს აქვს გაფორმებული, რაც ჩინეთთან 1979 წლის სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ წარმოებული პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებაა. საბჭოთა დროიდან რუსეთთან არსებული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით მსგავსი შეთანხმება უკვე 10 წელზე მეტია მოსკოვთანაც მოქმედებს. სავარაუდოა, რომ ვიეტნამი შესაბამისი მანევრირებებით სამივე პარტნიორისგან სარგებლის მიღებას შეეცდება.

სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების შესახებ არც ჰანოიში და არც ვაშინგტონში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...