მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაახლოებით 10 წუთში მოვიდა ბრიგადა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო..." - რას ჰყვებიან...

“დაახლოებით 10 წუთში მოვიდა ბრიგადა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო…” – რას ჰყვებიან თემურ ხარჩილავას მეგობრები

Published on

შოვში, სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა თავდაცვის ძალების ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.

“ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა დამატებითი დეტალები თემურ ხარჩილავას მეგობრებისგან, რომლებიც სტიქიის ზონაში მყოფ თვითმხილველებს (სამხედრო მოსამსახურეებს) ესაუბრნენ.

ხარჩილავას მეგობრები ამბობენ, რომ სამხედრო მოსამსახურე, სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მოულოდნელად, შეუძლოდ გახდა და მდინარის პირას ჩავიდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. მისმა ჯგუფმა (მაშველები და სამხედროები რამდენიმეკაციან ჯგუფებად არიან დაყოფილი და სექტორებად დაყოფილ მონაკვეთებზე, მდინარის კალაპოტის გასწვრივ მუშაობენ) სასწრაფო შეტყობინება გადასცა, რამდენიმე სამხედრო და მაშველი კი თემურ ხარჩილავას პირველ სამედიცინო დახმარებას უწევდა.

მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10 წუთში მოვიდა, მაგრამ თემური უკვე გარდაცვლილი იყო.

მეგობრების თქმითვე, სამედიცინო დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც თემურ ხარჩილავასთან ერთად იმყოფებოდა და “მეგობარი ხელებში ჩააკვდა”. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ თემურ ხარჩილავას სტიქიის ზონაში ყოფნის განსაზღვრული, ათდღიანი ვადა სწორედ დღეს უმთავრდებოდა, როტაცია უწევდა და რამდენიმედღიანი შვებულებით, შინ უნდა დაბრუნებულიყო.

აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი სტუდენტისა და ერთი სკოლის მოსწავლის) მამა იყო, ის წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობდა.

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...