მთავარისიახლეებისაზოგადოებაBloomberg: დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი უცხოეთში პირველად იმოგზაურებს

Bloomberg: დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი უცხოეთში პირველად იმოგზაურებს

Published on

Bloomberg-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინი რუსეთის საზღვრებს მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩინეთს ეწვევა. პუტინის სავარაუდო ვიზიტი ჩინეთში ოქტომბერში არის დაგეგმილი და დიდი ალბათობით, ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივის (BRI) ფორუმს დაემთხვევა.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, პუტინმა მიიღო სი ძინპინის მიწვევა ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით.

უკრაინელი ბავშვების “არაკანონიერი დეპორტაციის” გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

2023 წლის მარტის შემდეგ პუტინს რუსეთის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ჩინეთს რომის სტატუტზე ხელი მოწერილი არ აქვს, რაც არეგულირებს ქვეყნის ქცევას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ. წინა კვირას პუტინი არ დაესწრო BRICS-ის სამიტს სამხრეთ აფრიკაში.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...