მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდებოდა უკრაინაში 28 აგვისტოს, დღის ბოლოს (შეჯამება)

რა ხდებოდა უკრაინაში 28 აგვისტოს, დღის ბოლოს (შეჯამება)

Published on

გიორგი კობერიძე 28 აგვიასტოს, უკრაინის სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს და აფასებს – სად რა ბრძოლები მიმდინარეობდა, სად იმატა უკრაინელთა შეტევის ტემპმა და რომელ მიმართულებებზეა გადატანილი უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ყურადღება, წაიკითხეთ მის შემაჯამებელ პოსტში:

“უკრაინელთა სტრატეგია ინფორმაციის შეზღუდვის შესახებ სრულ მასშტაბიანად ამუშავდა. პრაქტიკულად ფრონტის ხაზიდან ნებისმიერი ინფორმაცია ცვლილებების, გადაჯგუფების, გადაადგილების ან შეტევის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი, დაგვიანებული და დაუკონკრეტებელია. მეორეს მხრივ, თავად რუსული წყაროებიც უფრო და უფრო შეზღუდული ან პროპაგანდისტული გახდა, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირაა. რა ვიცით:

– უკრაინელები ზაპორიჟიას ოლქში, რობოტინეს ირგვლივ, აღმოსავლეთით ვერბოვესაკენ და დასავლეთით კოპანისაკენ ცდილობენ გაჭრას. მათი მიზანი რობოტინეს გათავისუფლებული ყელის გაფართოებაა. შესაბამისად, ფლანგებიდან იერიშებს პრიორიტეტი მიენიჭა, რათა სამხრეთით, სიღრმეში გაჭრის შემთხვევაში, უკრაინელები ალყაში მოქცევისა და მომარაგების გადაჭრის საფრთხის ქვეშ არ დადგნენ.
ამასთან, რობოტინეს სამხრეთით ერთის მხრივ უკრაინელები ძალიან მაღალი ინტენსივობით ბომბავენ ნოვოპროკოპივკაში რუსულ პოზიციებს, ხოლო მეორეს მხრივ მის შემოვლას ცდილობენ და თავდაცვის ძირითადი ხაზის გარღვევაზე არიან გადასულები. იერიშები ძალიან მაღალინტენსიურია. უკრაინელებმა შეტევაში ამ მიმართულებით მდგომი ძალების დიდი ნაწილი ჩართეს.
– იბომბება რუსეთის ტერიტორია: კურსკის, ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში აფეთქებები ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. მოქმედებენ დრონები. კურსკსა და ბრიანსკის ოლქებში სამიზნეები სამხედრო აეროპორტები იყო. იერიშების შედეგები საკმაოდ ბუნდოვანია. როგორც ჩანს რუსები კიდევ უფრო გაარიდებენ სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან სიღრმეში.
– დაიბომბა რუსეთის სამეთაურო პუნქტი ხერსონის ოლქში, დასახლება ბეხტერის სიახლოვეს.
– მსგავსი დარტყმა განხორციელდა ბერდიანსკის მიმართულებით, ზაპორიჟიას ოლქში. სამიზნე პორტის ტერიტორია გახლდათ.
– რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე მიიტანეს იერიშები. აფეთქებები იყო კრემენჩუკის სიახლოვეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოლტავას ოლქის მიმართულებით. ამასთან, დრონების გამოყენებით დაიბომბა დნიპროს ოლქის ქალაქი ნიკოპოლი.
– ბრძოლა ბახმუტის შემოგარენში კვლავ მძლავრია. პრაქტიკულად ინტენსივობით ზაპორიჟიასა და კუპიანსკის მიმართულებით შემდეგ ყველაზე აქტიურია.
ორი დეტალია ცნობილი:
1. უკრაინელებმა ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასთან დამატებითი რუსული ძალების შესვლა აღკვეთეს და მოწინააღმდეგეს საარტილერიო დარტყმა მიაყენეს. დასახლებისათვის ბრძოლა გრძელდება.
2. ბახმუტის ჩრდილოეთით, ცენტრალური გზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები აქტიურია. პროცესში ჩაბმულია უკრაინული მძიმე ტექნიკა.
– კუპიანსკის მიმართულებით, ხარკივის ოლქში, რუსული შეტევის ტემპი მცირედით დაეცა. ერთი ვერსიით რუსებმა რეზერვი მოხსნეს და სამხრეთში გადაისროლეს. ამასთან, უკრაინელმა გენერალმა სირსკიმ კუპიანსკის დაცვა მაღალპრიორიტეტულად გამოაცხადა.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...