მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 551-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 551-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

ანა მალიარი რობოტინოს გათავისუფლებას და მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს.

ЗСУ-მ ბახმუტის მიმართულებაზე, ანდრეევკასთან, წინ წაიწია და ღამის განმავლობაში პოზიციები გაიუმჯობესა ნოვოპროკოპივკასთან

DEEP STATE-ს მონაცემებით, ღამის განმავლობაში უკრაინელებმა წინ წაიწიეს ბახმუტის სამხრეთით, კლიშევკასთან. ეს მონაკვეთი ურთულესია, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, ტერიტორია დანაღმულია ოკუპანტების მიერ, მათ ამ მხარეს რეზერვიც გადაისროლეს.

ავდეევკასთან დილიდან განახლდა შეტაკებები ნეველსკთან – აქ ოკუპანტები ცდილობენ, დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ.

ზაპოროჟიის მიმართულებაზე კი შეტაკებები გრძელდება რობოტინეს აღმოსავლეთით, უკრაინელებმა გაიუმჯობესეს პოზიციები ნოვოპროკოპივკასთან.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელები წინ მიიწევენ ნოვვოპროკოპივკის, მალა ტოკმაჩკისა და ოჩერეტუვატეს მიმართულებით (ზაპოროჟიის დასავლეთი მხარე), ასევე უროჟაინესა და რობოტინოს მიმართულებებით და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისკენ.

უკრაინელებმა კიდევ ერთი ცხინვალელი ბოევიკი, 33 წლის არტურ ხაჩიროვი მოკლეს – მას სამშაბათს დაკრძალავენ.

წუხელ ოკუპანტებმა პოლტავის ოლქი და კრივოი როგი დაბომბეს. იტყობინებიან ორი დაღუპული მშვიდობიანი მცხოვრებისა და 5 დაშავებულის შესახებ.

რუსი ვოენკორები იტყობინებიან, რომ პოდმოსკოვიეს დასახლება ლუბერეცთან, ვერტმფრენების ქარხნიდან 5 კმ-ში ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი

“ვაგნერის” შეფის პრიგოჟინისა და სხვა დაღუპულების სახალხო სამგლოვიარო პროცესია არ შედგება. ასევე, არ სახელდება დაკრძალვის ადგილი, იმაზე მეტად, რომ მითითებულია ქალაქი სანქტ-პეტერბურგი. ამას “ნათესავების სურვილით” სხნიან და სწორედ ეს იგულისხმა დიმიტრი პესკოვმაც, როცა განაცხადა, რომ “დაკრძალვის ცერემონია ნათესავების სურვილის გათვალისწინებით ჩატარდება”.

რობოტინოში გამარჯვება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებას ნიშნავს, – წერს გამოცემა “Фокус”.

აფხაზურ ბატალიონ “პიატნაშკას” დონბასში “აფხაზური ესტრადის” წარმომადგენლებმა – კონჯარიამ და ადლეიბამ ჩააკითხეს და სიმღერები აფხაზურ ენაზე შეუსრულეს, მეტი დამაჯერებლობისთვის კი ტოტო კუტუნიოს პოპულარული სიმღერაც მიაყოლეს.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...