რუსი ვოენკორები (სამხედრო კორესპონდენტები) წერენ, რომ უკრაინელებმა შეტევა სამხრეთის მიმართულებაზე, ფლანგებიდანაც დაიწყეს და ტოკმაკზე შეტევისთვის ემზადებიან.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის მებრძოლები ( იცავენ ზაპოროჟიეს ცენტრალურ სექტორში ნოვოპროკოპივკაში არსებულ თავდაცვით ხაზს, ასევე მარჯვენა ფლანგსაც- ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ქვედანაყოფებითაა დაკომპლექტებული) საკუთარ ტელეგრამ არხზე წერენ:
„მტერი დილიდან დაუნდობლად გვიტევს- ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას, გრადებს, ტანკებს, ჰაიმარსებს, გვბომბავს არტილერია და 120მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან გასროლილი ნაღმები. უკრაინელებს მოყავთ თავიანთი საბრძოლო ტექნიკა”.
“უკრაინელები ნოვოპროკოპივკასა და ვერბოვეს მიმართულებებზე ფლანგებიდანაც უტევენ, ცდილობენ პლაცდარმების გაფართოებას, რათა მოიწყონ ვრცელი დერეფანი ტოკმაკზე შესატევად”.
ოთო კონჯარია