მთავარისიახლეებისაზოგადოებაპენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი, "პრადა" შეუერთდა

პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი, “პრადა” შეუერთდა

Published on

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეუერთდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს და “პრადას” ფოტოებსაც აქვეყნებს. 

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად პრადა ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე”. 

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...