მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია – დეგნანი

0
252

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა გააკეთა.

კელი დეგნანი იმ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და რითიც კონკრეტული ძალები ცდილობენ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას.

სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრისკენ. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის.

როგორც აღვნიშნე, ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც აშშ-საქართველოს აქვს, ქართველებში შეიტანონ ასეთი აზრები. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე კონსპირაციისგან და ტყუილისგან. უნდა შევხედოთ, რატომ ამბობენ ადამიანი იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები და რა მოტივებია მიღმა, ეს კითხვებია, რაც რეალურად უნდა დავსვათ,“ – ამბობს კელი დეგნანი.

ამერიკის ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობის წევრები პროპაგანდისტულ ხაზს ემიჯნებიან კერძო შეხვედრების დროს.

ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელები კერძო შეხვედრების დროს დისტანცირებას ახდენენ, რომლებიც დამაზიანებელია, შესუსტებაზეა გათვლილი ჩვენს ურთიერთობაზე. ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში გვქონდა საქართველოსთან, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და ჩვენ გავაგრძელებთ მომავალში, თუ იქნება გარემო პრორუსული პროპაგანდისთვის, რომელიც ცდილობს დააბნიოს ხალხი, გაყოს ხალხი, შეგვიძლია შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია დარჩეს ევროპის გზაზე,“ – ამბობს კელი დეგნანი.

წინა სტატიაზაზა მესხის დაღუპვა დადასტურებულია – ის ბეჭდით ამოიცნეს
შემდეგი სტატიაიმედია, საქართველო მიიღებს კანონს, რომელიც გამორიცხავს გარეშე პირების გაუმართლებელ გავლენებებს მთავრობაზე – დეგნანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური