მთავარისიახლეებისაზოგადოებაელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი - დეგნანი

ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი – დეგნანი

Published on

“ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი,” – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა გააკეთა. დეგნანი 2024 წლის არჩევნებზე საუბრობს, რომელიც ელექტრონული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ელჩი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები ხარვეზების გარეშე ჩატარდეს, ამიტომ უდიდეს როლს, მისი შეფასებით, საგანმანათლებლო კამპანია შეასრულებს.

ინფორმაცია უნდა არსებობდეს პროცესზე, როგორ ჩატარდება – ეს უზრუნველყოფს, რომ არჩევნები უფრო მტკივნეული იქნება – იქნება ეს უბნის თანამშრომლები თუ ამომრჩევლები, ყველას ექნება წარმოდგენა, როგორ განსხვავდება ელექტრონული არჩევნების ფორმა იმ ფორმისგან, რომელსაც შეჩვეულები არიან. აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება.

ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი. გვინასხავს სხვა ქვეყნებში, სადაც იყენებენ ელექტრონულ არჩევნებს, ჩემი ქვეყნის ჩათვლით, ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ არის ეს საუკეთესო, რადგან მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს. ამიტომ ინფორმირება მოსახლეობის, თუ როგორ მუშაობს ეს, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები წარიმართოს სირთულეების გარეშე, რომ არ იყოს შეფერხებები და ტექნიკური ხარვეზები,“ – ამბობს კელი დეგნანი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...