მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს მინდა იმ ადამიანებს მივულოცო, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს - ზელენსკი

დღეს მინდა იმ ადამიანებს მივულოცო, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს – ზელენსკი

Published on

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებული მიმართვის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, რას ნიშნავს უკრაინისთვის დამოუკიდებლობა და რა ფასად უჯდება მისთვის ბრძოლა. მან მადლობა გადაუხადა ადამიანებს, ვინც, მისი თქმით, “უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს”:

“ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული. ძლიერი ხალხის დღესასწაული. ღირსეული ხალხის დღესასწაული. თანასწორების დღესასწაული. უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ფასეულობაა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია.

იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის. ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს:

“სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა შევმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?”

დღეს მე მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...