მთავარისიახლეებიმსოფლიოდაიღუპა თუ არა ევგენი პრიგოჟინი - რა ვიცით ამ დროისთვის

დაიღუპა თუ არა ევგენი პრიგოჟინი – რა ვიცით ამ დროისთვის

Published on

რუსული მედიის ცნობით და “როსავიაციის” მიერ გამოქვეყნებული სიის ტანახმად, ევგენი პრიგოჟინთან და დიმიტრი უტკინთან ერთად, ერთად, ტვერში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ვალერი ჩეკალოვი – “ვაგნერის” მეთაურის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც კომპანიის უშიშროების მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი.
ამასთან, ეკიპაჟის მეთაური, ალექსეი ლევშინი პერიოდულად იყო დაკავებული პრიგოჟინის გადაყვანით, იმ გუნდთან ერთად, რომელშიც ერთადერთი ქალი-ბორტგამცილებელი ეკატერინა რასპოპოვა ირიცხებოდა.
მგზავრებს შორის იყვნენ “ვაგნერის” მებრძოლები სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი და ალექსანდრ ტოტმინი.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას ევგენი პრიგოჟინის ტელეფონი იპოვეს.
ამ ფონზე კი ბელორუსიდან რუსეთის მიმართულებით უკვე გადაადგილდება “ვაგნერის” კოლონა, რომლებმაც თავიანთი სტარტი ვიდეომიმართვაში დააანონსეს და მიმართა დაასრულეს ფრაზით: “გველოდეთ!”
შესაძლოა თუ არა, პრიგოჟინი და მისი მოადგილეები არ ყოფილიყვნენ იმ თვითმფრინავში, რომელიც ჩამოვარდა და მსხდარიყვნენ პრიგოჟინისვე მეორე თვითმფრინავში, რომელიც მშვიდად დაჯდა მოსკოვის აეროდრომზე? 

კი, თეორიულად ეს შესაძლებელია, თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, ერთი დიდი თამაშის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს “ვაგნერის” გაქრობას ასპარეზიდან და, შესაბამისად, პრიგოჟინისა და მისი ხალხის გადამალვას. 

ევგენი  პრიგოჟინი ამოცნობილი არ არის (თუმცა, შესაძლოა, ვინმეს “ამოაცნობინონ”), “როსავიაციის” ხელთა არსებული მგავრების სია კი არანაირი მტკიცებულება არ არის და აი, რატომ:

ბიზნეს-ჯეტის მგზავრები ჩვეულებრივი ავიარეისების მგზავრებივით აღირიცხებიან და მათი სია აუცილებლად აქვს “როსავიაციას”.
მ ა გ რ ა მ თუ ორი ავიარეისი ერთდროულად სრულდება და მგზავრებმა ადგილები გაცვალეს, ეს არ ფიქსირდება და არც იმის ვალდებულება არსებობს, რომ ამის შესახებ “როსავვიაციას” ეცნობოს.
პრიგოჟინის მეორე თვითმფრინავი RA-02748 დაეშვა მოსკოვის ოსტაფიევოზე.
კიდევ ერთი დეტალი: 2019 წელს ევგენი პრიგოჟინი უკე “მოკვდა” კონგოში და მაშინაც თვითმფრინავში “აფეთქდა”, მაგრამ შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...