მთავარისიახლეებისაზოგადოებაბილ ბროუდერი - პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს

ბილ ბროუდერი – პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს

Published on

“მაგნიტსკის აქტის” ავტორისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, ბილ ბროუდერის შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან პუტინი დგას.

“ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ“, – განაცხადა ბროუდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის “ლიდერის”, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი – 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი – დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....