მთავარისიახლეებიმსოფლიო"ვაგნერის" ხელმძღვანელები ადასტურებენ პრიგოჟინის დაღუპვას

“ვაგნერის” ხელმძღვანელები ადასტურებენ პრიგოჟინის დაღუპვას

Published on

ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასში “ვაგნერის” შეფიც იჯდა და ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაიღუპა. 

ჩამოგდებული თვითმფრინავი აღმოჩნდა «Embraer Legacy 600», საბორტო ნომრით RA-02795, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ევრენი პრიგოჟინს. “გრეი ზონა” წერს, რომ თვითმფრინავი “მიწა-ჰაერი” ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს, მასში 7 ადამიანი იჯდა და ყველა დაიღუპა. 

გამოცემა “ფანტანკა”, ასევე “ვაგნერის” ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ზაპოროჟიის ოლქის კოლაბორანტმა ხელმძღვანელმა როგოვმაც დაადასტურა. მისივე თქმით, პრიგოჟინთან ერთად, დიმიტრი უტკინიც დაიღუპა. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...