მაშველებმა და რეზერვისტებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის სულ 29 ცხედარია ნაპოვნი, აქედან 26 ამოცნობილია.
4 დაკარგული ამ დრომდე იძებნება.
ბოლოს ცხედრები ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის დაშორებით, ამბროლაურის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. გუშინ და დღეს ორი ცხედარია ნაპოვნი.
სამძებრო სამუშაოებში მაშველები, სამხედროები, კინოლოგები მონაწილეობენ, ძებნა მიმდინარეობს მდინარეების რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში. მაშველები ნავებსაც იყენებენ.