მთავარისიახლეებისაზოგადოებადეგნანი: დასაკარგი დრო არაა

დეგნანი: დასაკარგი დრო არაა

Published on

გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ხალხის 85%-ს სურს. ეს არის შენი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პარლამენტის წევრის საქმე – იმუშაო შენი მოქალაქეების სახელით, რომლებსაც წარმოადგენ. ევროკომისიის ივლისის, სულ რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვიერი ანგარიშის თანახმად, 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულებულია. მათ განაცხადეს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია. პროგრესი ჰქონდა აგრეთვე კიდევ 7-ზე და ორზე მეტია სამუშაო. დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.

ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. შეხედეთ ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრს: მათ მიიღეს როგორც ეკონომიკური სარგებელი, ასევე გაიუმჯობესეს სტაბილურობა. ამიტომაც სურთ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ სურს საქართველოსაც ევროკავშირში შესვლა.

ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...