27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია, ძებნის არეალი ამბროლაურამდე გაფართოვდა – მარგველიძე შოვზე

0
166

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. რაჭის გუბერნატორი, პაპუნა მარგველიძე ამბობს, რომ ძებნის არეალი გაფართოვდა და ამბროლაურამდე ჩავიდა. მისივე თქმით, დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მუშაობს.

მისივე თქმით, 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია.

“დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო დაახლოებით 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამოსვენებული 27 პიროვნებიდან, 25 არის უკვე იდენტიფიცირებული”, – თქვა რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ.

გუბერნატორი ამბობს, რომ მდინარე დღვიორაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და გაიწმინდება ყველა მდინარის კალაპოტი, რომელსაც ღვარცოფული ხასიათი აქვს.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

წინა სტატიაავარია ხამისკურთან სადისტრიბუციო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში, 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური