მთავარისიახლეებითეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ნატოში უკრაინის მიღება ტერიტორიებს დათმობის სანაცვლოდ განიხილება

თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ნატოში უკრაინის მიღება ტერიტორიებს დათმობის სანაცვლოდ განიხილება

Published on

თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს დისკუსიები ნატოში უკრაინის მიღებაზე, თუ ის დათმობს ტერიტორიების ნაწილს რუსეთის სასარგებლოდ. ამ თემაზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა.

“არაფერი მსგავსი. ეს არ არის ზუსტი [ინფორმაცია]” – განაცხადა მან კითხვის საპასუხდ.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატოს წევრი და ეს ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ ვილნიუსში გამართულ სამიტზე დაადასტურა.

“ვილნიუსის სამიტზე ალიანსი იდგა ამ იდეის უკან და დადგა ცნების უკან, რომლის მიხედვითაც შეიძლება შემუშავდეს გზა საბოლოო წევრობისთვის [უკრაინის ნატოში გაწევრიანება]. მაგრამ აქცენტი ახლა გაკეთებული უნდა იყოს უკრაინის დახმარებაზე რუსული აგრესიის დამარცხებაში და ტერიტორიის უკან დაბრუნების გასაგრძელებლად, რომელიც კანონიერად მას ეკუთვნის. ისინი ყოველდღე პროგრესირებენ. და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას”, – თქვა კირბიმ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...