უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 17 აგვისტომდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 480 სამხედრო, 24 დრონი, 17 საარტილერიო სისტემა და 18 ჯავშანტექნიკა.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 256 050;
ტანკი – 4 329;
ჯავშანტექნიკა – 8 398;
საარტილერიო სისტემა – 5 169;
სარაკეტო სისტემა – 714;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 486;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 314;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 272;
საკრუიზო რაკეტები – 1 406;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 641;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
სპეციალური აღჭურვილობა – 773.