მთავარისიახლეებისაზოგადოებაNATO-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში...

NATO-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა

Published on

NATO-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა გამოცემა „ვი-ჯი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება უკრაინაში სამომავლო სცენარების შესახებ უფრო ფართო დისკუსიის ნაწილია, თუმცა აზრის ასე ჩამოყალიბება შეცდომა იყო. იენსენმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაა.

რამდენიმე დღის წინ იენსენის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ შესაძლოა უკრაინა NATO-ში ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიიღონ, კიევში მკაცრი რეაქცია გამოიწვია. NATO-ს წარმომადგენელს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იქნება პუტინის ტრიუმფი, რაც თავის მხრივ ევროპას სირცხვილსა და ომს მოუტანს.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...