“ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა… ბოდიშს გიხდით” | The Killers

0
196

Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯგუფი The Killers განცხადებას ავრცელებს:

“კარგო ადამიანებო საქართველოდან, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს, ხალხს დრამზე დასაკვრელად სცენაზე ვეპატიჟებით. თავდაპირველად, დარბაზში მყოფი მსმენელების რეაქციით ჩანდა, რომ თითქოს აუდიტორიიდან სცენაზე ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო.

ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი “ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით, – წერია განცხადებაში.

წინა სტატიარა ვიცით შოვის ტრაგედიაზე 15 აგვისტოს, დღის ბოლოს
შემდეგი სტატიაარტისტის მოქმედება სცენაზე არაა ჩვენი პოზიცია, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს – Black Sea Arena
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური