მთავარისიახლეებიუკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს...

უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს – შოიგუ

Published on

აგრესორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი, “ჰუმანიტარული მიზეზების გამო”, თავს იკავებს უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან, “თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“.

შოიგუს თქმითვე, “აშშ ადრე კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ომის დანაშაულს უწოდებდა, დღეს კი ამ დანაშაულს უკრაინაში სჩადის“.

მისივე განცხადებით, ფინეთის ალიანსში შესვლის შემდეგ, ნატოს სამხედრო აქტივობა საგრძნობლად გააქტიურდა. შოიგუ ისევ იმუქრება, რომ მოსკოვი „ადეკვატურად უპასუხებს“ საფრთხეებსა და პროვოკაციების მცდელობებს.

შეგახსენებთ, 7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.

პენტაგონმა 14 ივლისს დაადასტურა, რომ საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაში იყო. აშშ-ის მოთხოვნით, უკრაინას მკაცრად აქვს შეზღუდული ის ტერიტორიები, სადაც ამ იარაღს გამოიყენებენ. უკრაინელი გენერლის, ოლექსანდრ ტარნავსკის თქმით, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება არ მოხდება არცერთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მათ შორის არც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე.

თავად რუსეთი კი უარყოფის მიუხედავად, ასეთ იარაღს უკრაინაში ომის მიმდინარეობისას აქტიურად იყენებს. კასეტური საბრძოლო მასალის ბოლო რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა 22 ივლისს დონეცკში, 26 ივლისს კოსტანტინოვკაში, 7 აგვისტოს ხარკოვში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...