მეწყერი შოვში – დილიდან განახლდა სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში. მაშველები და ჯარისკაცები ტრაგედიიდან მე-13 დღეს რვა დაკარგულ ადამიანს ეძებენ. 25 გარდაცვლილიდან კი 22 პირია იდენტიფიცირებული.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვში მაშველებს ტერიტორიის 25 პროცენტი აქვთ დარჩენილი შესამოწმებლად.
ბოლო მონაცემებით, 25 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 მოქალაქეა იდენტიფიცირებული, ხოლო 8 მოქალაქის ძიება მიმდინარეობს. გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი – მდინარე ჭანჭახის, მდინარე რიონის ხეობაში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაახლოებით, სტიქიის ზონაში, ლოკაციაზე კურორტი შოვის ტერიტორიაზე 20-25 პროცენტი არის დარჩენილი, რომელიც არის გადასამოწმებელი,“ – ამბობს სერგო ხიდეშელი.