მთავარისიახლეებიშოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

Published on

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნაკიეთში, შოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ნაპოვნია ცხედრის ქვედა კიდურიც.

“ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები”, – თქვა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილი ამბობს, რომ ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ქვედა კიდური 24 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მისივე თქმით, რიონზე წყლის დონემ შედარებით დაიწია და გამოჩნდა პატარა კუნძულები, რომლებზეც ინერტული მასალა, მორები და სხვა ნაშალია მოგროვებული.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...