კვარიათში ზღვაში 19 წლის ჩხოროწყუელი ბიჭი დაიხრჩო

0
97

კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო.

შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინედანაა. ის ზღვაზე დასასვენებლად იყო ჩასული. წყალში შესვლის შემდეგ დიდი ტალღების გამო მან უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ადგილზე იყვნენ მაშველები, თუმცა მათ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

წინა სტატიაშავი ზღვის წყლის ხარისხი – გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაშოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური