მთავარისიახლეებიე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე კონტროლი მკვეთრად შემცირებულია

ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე კონტროლი მკვეთრად შემცირებულია

Published on

ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია – “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა.

DRI-ის თქმით, 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებული.

“საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები – განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოვინახულეთ.

ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია; ფაქტია, რომ 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია; გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, თითოეულ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებული, ვინაიდან საოკუპაციო ძალებისგან საფრთხეს თითქოს აღარ მოელიან; უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მსგავსი მოდუნება გაკვირვებას იწვევს,” – ნათქვამია განცხადებაში.

DRI-ის ანგარიშსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...